ისევ ლარიან პრობლემაზე ტირის ონკანი,
ისევ ვცხოვრობ, ლიფტით მეცხრეზე და
ისევ გვიან ივსება უნიტაზის ბაკში წყალი,
ისევ შემოდის წვიმის დროს წყალი და
ისევ ეფერება ჩემი ოთახის მარცხენა კედელს.
ისევ წყურვილის გამო მეღვიძება და
ისევ არა მაქვს ღამე სიგარეტი რომელიც,
ისევ მიყვითლებს შენს საფერებლად გაწვრთნილ თითებს.
ისევ რაღაც ალტერნატივას ვეძებ და
ისევ პირიქით ხდება ყველაფერი,
ისევ დავხატე შენი სუსტი ტანი, ბინძურ მინაზე,
ისევ იმ კალმებით, რომლებსაც უკვე შეზრდიათ ბრჩხილები.
ისევ სულწართმეული და გატეხილი ტელეფონი სდუმს,
ისევ ვსაუბრობთ მე და დუმილი მართალ სიწმინდეებზე
ისევ იმ სიწმინდეებზე, რომლებსაც ხშირაად წააწყდებით ნაგვის ურნებში.
ისევ ეხებათ მათხოვრების ბინძური ხელი და
ისევ ისე ცოცხლდებიან დაფლეთილ სხეულებში
ისევ მცირე ხნით, ბინძურ ქუჩებში, და ბოლოს
ისევ საიქიო უცვლელია სიწმინდისათვის...
ისევ უპატრონო სასაფლაო ანდა მთავარი ნაგავსაყრელი...
ისევ იწყება ყველაფერი ისევ ბოლოდან ისევ შუიდან ისევ თავიდან
ისევ მთავრდება ყველაფერი რაც ჯერ არც კი დაწყებულა
ისევ ჩაქრა შუქი რომელიც 7დღეა არც შემიმჩნევია ენთო თუ არა
ისევ გაჩუმდნენ წვეთები სახლში, ბაკი აივსო ან წვიმამ გადაიღო! არა?!
ისევ წყალი დაწყდა...
среда, 5 августа 2009 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий